LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის ამოიღებს 5 ლარიანს. უცებ ეცი, წაართვი და გამოიქეცი” – რას იტყოდნენ სხვა ლექტორები?

202

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე, თსუ-ის უნივერსიტეტის კომენტარის სხვადასხვა ვერსიებს თხზავს. ქავთარაძე წერს, რომ იგივე სიტუაციაში, გეპეის ლექტორის პასუხი სრულიად სხვანაირი იქნებოდა.

ქავთარაძის იუმორისტულ “ჩანახატებს” სოციალური ქსელიდან უცვლელად გთავაზობთ:

გეპეის ლექტორს უთქვამს სტუდენტისთვის – წადი, თსუ-ს სტუდენტს უთხარი, რომ შენი უნივერსიტეტი სჯობია მისას. ის ამოიღებს 5 ლარიანს და გაჩვენებს. უცებ ეცი, წაართვი და გამოიქეცი. ცოტა დავლიოთო”, – წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

ამ ისტორიას ის თეატრალურ უნივესიტეტსაც არგებს:

“თეატრალურის ლექტორს უთქვამს, თუ თქვენმა მეგობარმა გითხრათ, რომ მისი უნივერსიტეტი სჯობია, ამოიღეთ 100 ლარიანი და აჩვენეთო.
სტუდენტს უპასუხია: ას ლარიანი რომ გვქონდეს თეატრალურში რა ჯანდაბა გვინდაო”, – წერს ქავთარაძე.

19 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ფაკულტეტის პირველკურსელებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მათ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და უნივერსიტეტში ჩაბარება მიულოცეს.

ერთერთი სიტყვით გამომსვლელი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდიაც იყო, რომელმაც სტუდენტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

“თუკი რომელიმე თქვენი მეგობარი ოდესმე გეტყვით, რომ მისი უნივერსიტეტი თქვენსას სჯობია, ნურაფერს ნუ ეტყვით უბრალოდ ამოიღეთ ხუთლარიანი და აჩვენეთ”, – მის ამ კომენტარს ონლაინ მედიასაშუალებებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

5-ლარიან კუპიურაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილია გამოსახული, მეორე მხარეს კი თსუ. (ახალ ხუთ ლარიან კუპიურაზე ორივე ერთადა გამოსახული)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები