LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის არ არის თამარი, საქართველოს დედოფალი, მაგრამ ის შეიძლებოდა, ყოფილიყო მეცოების დედოფალი“

111

Sony Classical-მა მარტის დასაწყისში შესანიშნავი ქართველი მეცოცოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო ალბომი გამოსცა, სადაც მისი შესრულებით კლასიკური ნაწარმოებებია შესული.

„ის არ არის თამარი, საქართველოს დედოფალი, მაგრამ ის შეიძლებოდა, ყოფილიყო მეცოების დედოფალი“, „რევისტა რიტმოს“ (Revista Ritmo) ამ შეფასებით უწევს რეკლამას ხმის ჩამწერი სტუდია ქართველი შემსრულებლის ახალ ჩანაწერს.

ის ადამიანები, ვინც დისკი უკვე შეიძინა, უმაღლეს შეფასებას აძლევენ ანიტას შესრულებას. ერთ-ერთი მსმენელი წერს, რომ ის „მსოფლიო კლასის ხმას“ ფლობს. „შენ დედოფალი ხარ, ეს მაშინ გავაცნობიერე, როცა ლა სკალაში პირველად ვნახე „კარმენი“ შენი შესრულებით“, აღნიშნავს კიდევ ერთი კომენტარის ავტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები