LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის ჩვენი ეპოქის გმირია”- დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

222

გიორგი ანწუხელიძე ჩვენი ეპოქის გმირია, რომელმაც თავგანწირვით კიდევ ერთხელ გააძლიერა ჩვენი ისტორიული ვალდებულება – დაიცვა შენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა და მისი  საფლავი ყვავილებით შეამკო.

გმირის ხსოვნას პატივს მიაგებენ მის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მდებარე მემორიალთანაც.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 10 წლის წინ, 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა.ის წამებით მოკლეს.

ეროვნულ გმირს დღეს 34 წელი შეუსრულდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები