LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის იტყუება!“ – უფროსი და მეგან მარკლს ტყუილში ადანაშაულებს

92

მეგან მარკლის უფროსი და, 53 წლის სამანტა გრანტი სასექსის ჰერცოგინიას ისევ უპირისპირდება. ამჯერად სამანტა გრანტი დას ტყუილში ადანაშაულებს. მისი გაღიზიანების მიზეზი მეგანის სიტყვით გამოსვლა გახდა, როდესაც მან ფიჯიში სტუნდებეთან შეხვედრაზე უმაღლესი განათლების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამანტა გრანტი ამბობს, რომ მეგანმა მოიტყუა და არ თქვა, რომ მისი განათლება მთლიანად მამამ დააფინანსა. „ის იტყუება, როდესაც ამბობს, რომ განათლება დამოუკიდებლად მიიღო, მას ფულს მამა უხდიდა. მან უნდა მისცეს ქალებს მაგალითი, იყოს გულწრფელი და  არა მატყუარა“ – დაწერა სამანტა გრანტმა „ტვიტერის“ გვერდზე.

ცოტა ხნის წინ კი სამანტა გრანტმა მეგანს საჯარო ბოდიში მოუხადა და მას ადრე გამოთქმული ბრალდებების გამო პატიება სთხოვა. მოგვიანებით სამანტამ მეგანს კენსინგტონის სასახლესთან მიაკითხა, სადაც ის არ შეუშვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები