LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის რაც დღეს პუტინის რუსეთისთვის კარგია, ჩემი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია”

48

თაკო ჩარკვიანი უკრაინაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ის რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის სასარგებლოა და სწორედ  ამ ფონზე სააკაშვილის დაჭერა, საქართველოსთვის ცუდია.

 

დღეს მთელი დღე ტელეეკრანთან ვართ, ან ტელეფონით ვეკითხებით ერთმანეთს უკრაინის ამბებს, აღმოვაჩინე,რომ ადამიანს რომლის წინააღმდეგ მთელი 9 წელი ოპოზიციაში ვიყავი, სულაც არ მინდა ,რომ ახლა ამ დროს, ამ ფორმით დააკავონ- ახლა მე,რომ ტყუილი ვთქვა და პოპულისტური სტატუსი (ბევრისთვის მოსაწონი) დავდო, ვის სჭირდება ეგეთი თაკო, მაშინ მე აღარ ვიქნები, ვიღაც სხვა იქნება და თავიც შემეზიზღება ალბათ, ამიტომ რასაც ვფიქრობ იმას ვწერ- დიახ , ის რაც დღეს პუტინის რუსეთისთვის კარგია, ჩემი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია- ძალიან. არის ქვების დაგროვების და არის ქვების სროლის დრო- არ არის დღეს სააკაშვილის დაჭერა ჩემი ქვეყნისთვის კარგი

 

https://www.facebook.com/tako.charkviani.14/posts/858931640940223

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები