LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის ტყეები იწვის, სადაც 2008 წელს ქართული ჯარი იყო შეფარებული”

172

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის დამფუძნებელი პაატა გიგაური ხანძრებთან დაკავშირებით უცნაურ დამთხვევებზე წერს.

მისი თქმით, ბოლო დღების განმავლობაში ის ტყეები იწვის მასიურად, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული არმიის ცოცხალი ძალა და ტექნიკა იყო შეფარებული.

პაატა გიგაური ფიქრობს, რომ რუსეთიდან შემოსული ტურისტების ნაწილი სპეცრაზმების წარმომადგენლები არიან.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ასეთივე სიტუაციაა, უკრაინის კონფლიქტურ ტერიტორიაზე.

“ბოლო დღეების განმავლობაში ის ტყეები იწვის მასიურად, სადაც ჩვენი არმიის ცოცხალი ძალა და ტექნიკა იყო შეფარებული 2008 წელს. ბორჯომის ხეობა, ატენის ხეობა გორისკენ … პლუს ანანურთან … დაემთხვა? შეიძლება … მაგრამ ასეთი დამთხვევები არ ხდება …
კარგად ეკიპირებული რუსი ტურისტების ფოტოები იდებოდა ამას წინათ და მაშინ ვთქვით ნაწილი მაინც სპეცები იქნებიანო … 
პ.ს. ფოტოზე დონბასია, ორი დღის წინ რუსებმა ტყე დაწვეს ლუგანსკის რაიონში”, – წერს პაატა გიგაური.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრები ჩნდება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბორჯომში, სადაც ცეცხლს უკვე სამი დღეა ვერ აქრობენ.

ბორჯომის ხეობის სწორედ ნაწილი, სადაც ახლა ცეცხლია, 2008 წელს რუსეთის მიერ გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა. ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

ცეცხლის ჩაქრობაში საქართველოს მეზობელი ქვეყნები ადამიანური და ტექნიკური რესურსით ეხმარებიან. ქვეყანას დახმარება შესთავაზა რუსეთმა, თუმცა ამ ეტაპზე საქართველომ მის დახმარებაზე უარი თქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები