LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისანში მოვაჭრეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

103

ისნის ბაზრობის დაზარალებული მოვაჭრეები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებსა და მოვაჭრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა.

დაზარალებულები დამწვარი მანქანების  ბაზრობის ტერიტორიაზე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ, რისი საშუალებაც მათ  პოლიციამ არ მისცა.

პოლიციის განმარტებით,  დამოუკიდებელი ექსპერტი  ტერიტორიაზე მანამ ვერ შევა, ვიდრე იქ მუშაობას  შსს ექსპერტი დაიწყებს.   ტერიტორიაზე მუშაობა არ დაუწყია ჯერ არც შსს-ს ექსპერტს, რამაც მოვაჭრეების  გაღიზიანება გამოიწვია.

დაზარალებულების ინფორმაციით, საპოლიციო  ლენტით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები  დააფიქსირეს. მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ადმინისტრაცია ექსპერტიზის დაწყებამდე კვალის წაშლას ცდილობს. დაზარალებული მოვაჭრეები ტერიტორიაზე ადმინსტრაციის თანამშრომლების ყოფნას აპროტესტებენ და დამოუკიდებელი ექსპერტის  დაუყოვნებლივ დაშვებას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები