LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისეთ წიგნს დავწერ: სექსუალური ცოლი სკანდალური წიგნით „იმუქრება“

130

ალბანელი მოდელი ერიონა სულეიმანი, რომელიც შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელის ბლერიმ ჯემაილის მეუღლეა ფეხბურთელების პირად ცხოვრებაზე წიგნის დაწერას აპირებს.

ერიონა აცხადებს, რომ წიგნი სკანდალური იქნება და მასში მოთამაშეების ინტიმური ცხოვრების შესახებაც იქნება საუბარი. წიგნის გარკვეული ნაწილი მისი და ბლერიმის ცხოვრებაზეც იქნება: “მე საერთოდ არ ვაპირებდი ფეხბურთელის ცოლობას. მეტსაც გეტყვით მათთან ურთიერთობაც კი არ მინდოდა. ძალიან ბევრი რამ წავიკითხე ვიქტორია ბექჰემის ცხოვრების შესახებ, რამაც ამ აზრის ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი მომავალი ბლერიმს მაინც დავუკავშირე”.

ამავე წიგნთან დაკავშირებულ კომენტარისას ერიონამ განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე სექსუალური ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები