LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისეთი ახლო ნათესავებიც არ იყვნენ, მაგის გამო მოეყვანა პარლამენტში – ენძელა მაჭავარიანი ქუცნაშვილ-მეჭიაურზე

73

ყოფილი თანაგუნდელების ზაქარია ქუცნაშვილისა და თამაზ მეჭიაურის დაპირისპირებაზე პირველ კომენტარს „ქართული ოცნების“ დეპუტატი  „ფორტუნასთან“ აკეთებს.

დეპუტატ ენძელა მაჭავარიანის ინფორმაციით, ზაქარია  ქუცნაშვილისა და თამაზ მეჭიაურის ნათესაურ კავშირზე ინფორმაციას თავადაც ფლობდა. თუმცა, დეპუტატების ქმედებაში ენძელა მაჭავარიანი ნეპოტიზმის ნიშნებს ვერ ხედავს.

„ზაქარიასგან ვიცოდი,  რომ ნათესავები იყვნენ, რაც შეეხება ნეპოტიზმს ეგეთი ახლო ნათესავებიც არ იყვნენ, მაგის გამო მიეყვანა პარლამენტში, არც ბიძინასა და მეჭიაურის მეგობრობაზე ვიცი დაზუსტებით,“  – ამბონს „ფორტუნასთან“ მაჭავარიანი.

აღნიშნული განცხადების შემდეგ დეპუტატი “ფორტუნას” თავად დაუკავშირდა და განმარტა, რომ მსაგვსი ახლო ნათეასური კავშირის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა. ენძელა მაჭავარიანი  “ნათესაურ კავშირზე მეტად  პრობლემას პარლამენტში უღირსი ადამიანის მოყვანაში” ხედავს.

“თუკი მეჭიაურის წარსულის შესახებ ზაქარიამ იცოდა, ვფიქრობ, არ უნდა მოეყვანა პარლამენტში. მაინც მგონია, რომ ზაქარიას ნათქვამი არ არის სიმართლე. ნათესაური კავშირებით მე ვერაფერს მივაღწევდი ცხოვრებაში იმიტომ , რომ არავინ მყავს ისეთი, ვინც მფარველობას გამიწევდა,” -განაცხადა დეპუტატმა “ფორტუნასთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები