LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისევ ჩემი დასაცავი გახდებით ამ უზნეო ჯოგისგან!” – ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

150

“ქრონიკა+”-ის რედაქტორი ელისო კილაძე, “ფეისბუქის” მეშვეობით, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

კილაძე ამბობს, რომ დროა, ბიძინა ივანიშვილმა, ურჩხულს, რომელიც თავად შექმნა, ყველა თავი წააცალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კილაძე ამბობს, რომ ივანიშვილიც მისი დასაცავი გახდება.

“გამარჯობა,ბ-ნო ბიძინა !

მე არ ვიცი რამდენად გჭირდებათ, ან მოისმენთ ჩემს რჩევას, მაგრამ ჩემი სათქმელი მაინც უნდა გითხრათ-იმედია, კარგად ხვდებით რა ქაოსია ქვეყანაში, როგორ ჩამოიშალა სახელმწიფო ინსტიტუციები და როგორ გაბანკროტდა მმართველი პარტია, მთავრობა და პარლამენტი !

ახლა ის დროა, იმ ცხრათავიან ურჩხულს, რომელიც თავად შექმენით “ქართული ოცნების” სახით, ყველა თავი წააცალოთ, დამნაშავეები დასაჯოთ და ეს ჭირი ქვეყანას მშვიდობიანად მოაშოროთ !

გააკეთებთ ამას?-თქვენც გადარჩებით !

არ გააკეთებთ?-ეს ხროვა ხვალ მობრუნდება, ყველაფერს თქვენ დაგაბრალებთ და ისევ ჩემი დასაცავი გახდებით ამ უზნეო ჯოგისგან !

ბურთი თქვენს მოედანზეა -არჩევანიც თქვენზეა !

თან აშკარად დააგვიანეთ !” – წერს ელისო კილაძე.

გუშინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩაწერილი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ სკანდალური საქმის მოწმეებზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა. ჩანაწერში სხვა ბევრ უკანონობაზეცაა საუბარი.