LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ ესენი იგებენ: რეალისა და რონალდოს რეკორდები

39

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევრაფინალურ სუპერწყვილში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხა და დიდი ნაბიჯი გადადგა მორიგი ფინალისკენ, თუმცა ამ ბოლო დროს ლიგაზე ისეთები ხდება, ჯერ ნამდვილად ნაადრევია დასკვნების გამოტანა, მით უმეტეს, თუ ამ გუნდების შარშანდელ დაპირისპირებას გავიხსენებთ.
მანამდე კი საინტერესო ფაქტები:

 

„რეალი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 150 მატჩი მოიგო. სულ ამ ტურნირზე მადრიდელებს 249 მატჩი აქვთ ჩატარებული – კიდევ 48 შეხვედრა ფრედ დაასრულეს და 51 წააგეს;

 

„რეალმა“ თავისი არსებობის ისტორიაში ევროთასებზე 306-ე მატჩი მოიგო. ეს არის „ბარსელონას“ რეკორდის გამეორება. ასე რომ, მადრიდულ კლუბს შეუძლია, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდეს საპასუხო ნახევარფინალის შემდეგ;

 

„რეალმა“ ზედიზედ მეექვსედ მოუგო „ბაიერნს“. ეს სერია 2011-12 წლების სეზონში დაიწყო, როცა მადრიდელებმა განმეორებითი მატჩი მოიგეს – 2:1. 2013-14 წლების ნახევარფინალში იყო 4:0 და 1:0 მოგება, შარშან, მეოთხედფინალში – 2:1 და 4:2 (დამატებით დროში);

 

“რეალმა” ბოლო სამი მატჩი მოიგო “ბაიერნის” სტადიონზე, მანამდე კი მას სტუმრად მოგებული არ ჰქონდა;

 

ევროთასებზე ყველაზე ხშირად ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი შეხვედრია.
ეს მათი 25-ე დაპირისპირება იყო – „რეალმა“ 12 მატჩი მოიგო 11-ის წილ;

 

იუპ ჰაინკესი აქამდე ყოველთვის გადიოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
“ბაიერნის” ახლანდელი ბოსი 1997/98 წლების სეზონში “რეალს” წვრთნიდა.
“რეალი” ზედიზედ მერვედ გავიდა ლიგის ნახევარფინალში, ხოლო “ბაიერნი” ბოლო 7 სეზონში – მეექვსედ;

 

ბოლო ოთხი სეზონია, რომელიმე ესპანური კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან “რეკორდმაისტერს” გათამაშებიდან აგდებს, ბოლოს კი ეს სწორედ “რეალმა” შეძლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში;

„რეალმა“ მოიგო 33-დან 32 მატჩი ყველა ტურნირზე, როცა მის რიგებში გოლს იტანდა მარსელო;

მარსელო გახდა ყველაზე შედეგიანი მცველი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების ისტორიაში;

 

კრიშტიანო რონალდო ახალი რეკორდის მფლობელი გახდა. პორტუგალიელმა 96-ე მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე, რაც აბსოლუტური რეკორდია. მანამდე რონალდო პირველ ადგილს იყოფდა ყოფილ თანაგუნდელ იკერ კასილიასთან (95 მოგება);

 

რონალდომ პირველად ვერ გაიტანა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე. პორტუგალიელის შედეგიანი სერია 11 მატჩს ითვლიდა;

 

კრიშტიანო რონალდო “ბაიერნს” 7-ჯერ დაუპირისპირდა და 9 გოლი გაუტანა;

რონალდო ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩებით ჩავის გაუთანაბრდა – 151. ყველზე მეტი იკერ კასილიას აქვს – 167.
გარდა ამისა, რონალდო პირველი გახდა ნახევარფინალების რაოდენობით – 20 მატჩი. მან “რეალის” ოდინდელ ვარსკვლავს, 19-მატჩიან ფრანსისკო ხენტოს გაასწრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები