LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იშვიათი ფოტო – მადონა 6 შვილის გარემოცვაში

234

მადონა იმ ვარსკვლავთა სიას მიეკუთვნება, ვისაც შვილებთან მუდამ კონფლიქტი აქვს. მართალია ბოლო დროს მან ვაჟთან, როკოსთან ურთიერთობა მეტნაკლებად დაალაგა, თუმცა, ახალი ფოტოები, რომელიც დღეს გავრცელდა, უკვე ადასტურებს, რომ მადონას ოჯახში სრული იდილიაა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პოპის დედოფალი ექვსივე შვილის გარემოცავში ჩანს. ფოტო აღმოსავლეთ აფრიკაში, მალავიშია გადაღებული, სადაც მადონა შვილებთან ერთად გაემგზავრა. მათ შორის არიან 21 წლის ლურდესი, 17 წლის როკო, 12 წლის ტყუპები, დევიდი და მერსი, და ასევე 5 წლის სტელა და ესტერი.

ფოტო მადონამ „ინსტაგრამზე“ თავად განათავსა და ის იმ კლინიკაშია გადაღებული, რომელიც ერთი წლის წინ მადონამ თავად გახსნა. ამ კლინიკის გახსნაში მადონას შვილებმაც საკუთარი წვილი შეიტანეს. როკომ თავად მოხატა კლინიკის რეანიმაციის კედლები, დევიდი კი სხვა ბავშვებთან ერთად გახნისას სცენაზე სიტყვით გამოვიდა.

საინტერესოა, რომ ამ აფრიკულ ქვეყანასთან მადონას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. პირველად ის მალავიში 12 წლის წინ ჩავიდა. მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს სკოლების მშენებლობასა და ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაში. სწორედ ამ ქვეყნიდან იშვილა მადონამ 2008 წელს დევიდი და მერსი ჯეიმსი, 2017 წელს კი სტელა და ესტერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები