LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისი-პარი“ იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებელს ფასდაკლებებს სთავაზობს

105

პარფიუმერული კომპანია ”ისი-პარი” საკუთარ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მომხმარებელს ფასდაკლებებს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ხატია შამუგიამ  განუცხადა, 29  და 30 მარტს მსოფლიოს ცნობილი ბრენდების ყველა პროდუქციაზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს.

”დღეს 21 წელი გახდა, რაც ქართულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და გადავწყვიტეთ, ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი შეგვეთავაზებინა. გარდა 25%-იანი ფასდაკლებისა,  ბრენდისგან „Lancome“ განსაკუთრებული საჩუქარი  შეგიძლიათ მიიღოთ და მისი პროდუქცია 30%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ”, – განაცხადა შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა.  ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 20 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 17 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 3 კი – ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები