LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისი-პარი იწყებს: სააღდგომო აქცია და ფასდაკლება ყველა პროდუქტზე

300

პარფიუმერული კომპანია ”ისი-პარი” მომხმარებელს სააღდგომო აქციას სთავაზობს. 9-დან 15 აპრილის ჩათვლით ”ისი-პარის” მაღაზიათა ქსელში, ყველა დასახელების პროდუქტზე 25-დან 50%-ამდე ფასდაკლება გავრცელდება.

”ეს არის უპრეცედენტო აქცია, რომლის ფარგლებშიც, ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ, მათთვის სასურველი პროდუქცია შეღავათიან ფასებში შეიძინონ. რაც მთავარია, ეს აქცია იმოქმედებს საქართველოს მაშტაბით არსებულ ”ისი-პარის” ყველა ფილიალში”, – განუცხადა ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია მალე მომხმარებელს სილამაზის ახალ ცენტრსაც წარმოუდგენს, რომელიც დაახლოებით 3 თვეში გაიხსენება. ამასთან, იგეგმება ახალი ბრენდების შემოყვანაც. ”2017 წელი სულ ახლახან დაიწყო და ”ისი-პარი”-მ ქართულ ბაზარზე უკვე 4 ახალი ბრენდი შემოიყვანა, ესენია: Zadig & Voltaire, Missoni, Byblos და Coach. წლის ბოლომდე კი დამატებით კიდევ რამდენიმე ბრენდს წარვუდგენთ ჩვენს მომხმარებელს. ასე რომ, ”ისი-პარის”-გან უამრავი სიურპრიზი გელით წინ”, – აღნიშნა შამუგიამ.

შეგახსენებთ, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 5 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები