LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ისი-პარიმ” ახალი სუნამოს პრეზენტაცია გამართა

1034

პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი” ქართველ მომხმარებელს ახალი სუნამო წარუდგინა. სუნამო სახელწოდებით L’ENVOL DE Cartier – მამაკაცებისთვის შეიქმნა და ის ბაზარზე ინოვაციური შეფუთვით გამოვიდა. როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარიში” განუცხადეს, L’ENVOL DE Cartier-ს ფლაკონი არ ტყდება, რაც შეეხება სუნამოს თავსახურს – ის Cartier-ს მამაკაცის საათს წააგავეს. მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს სუნამოს შეძენა 50, 80 და 100 მილილიატრიანი შეფუთვით შეუძლია, ფასები კი 159 ლარიდან – 242 ლარამდე მერყეობს.

ამასთან, როგორც კომპანიაში განმარტეს, ”ისი-პარი” განაგრძობს რებრენდინგს, რომლის ფარგლებშიც პარფიუმერულმა კომპანიამ 2 ახალი ფილიალი გახსნა.14522473_1274441499256047_136077954_o

„ისი პარი“ გეორგაფიულად მრავლდება. მოგეხსენებათ, რეგიონების მასშტაბით აქამდე მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ვიყავით წარმოგდენილი, უფრო კონკრეტულად: ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში , ამიერიდან კი ჩვენს მომხმარებელს შეუძლია ქალაქ რუსთავშიც გვეწვიოს”, – აცხადებენ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, რუსთავის მაღაზიაში, რომელიც 165 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, 10 ადამიანი დასაქმდა. ამასთან, ახალი მაღაზია გაიხსნა პეკინის ქუჩაზეც, რომელიც ამ ტერიტორიაზე ”ისი-პარის” რიგით მეორე ფილიალია და 12 კადრი დაასაქმა.

”პეკინის ახალი მაღაზია გაკეთდა უახლესი კონცეფციით, ანუ ინტერიერი და ექსპერიერი არის სრულიად განახლებული. სამომავლოდ, რებრენდინგის ფარგლებში, სხვა ფილიალების ამავე კონცეფციით მოწყობაც იგეგმება”, – განმარტეს ”ისი-პარიში”.

ცნობისთვის, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 22 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 4 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები