LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისინი, ვინც შობისთვის ადრე იწყებენ მზადებას, მეტად ბედნიერები არიან

56

ახალი წლისთვის ყველანი განსაკუთრებულად ვემზადებით, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველას მზადების თავისი ფორმულა აქვს. ზოგიერთისთვის ესა არის წინასწარ შერჩეული ფილმების სერია, რომელსაც ყოველ შობა-ახალ წელს უყურებს. ვიღაცისთვის კი, საგანგებოდ შეძენილი აქსესუარები და დეკორაციები. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც შობისთვის ადრე იწეყებენ მზადებას, უფრო ბედნიერები არიან.

ამ დასკვნამდე ფსიქოანალიტიკოსი სტივ მაკეუინი მივიდა. მისი მტკიცებით, ადამიანები, რომლებიც დღესასწაულისთვის ადრე იწყებენ მზადებას, დადებითი ემოციებით დატვირთულები და სიახლეებისთვის მოტივირებულები არიან. მაკეუინი ამბობს, რომ ეს მომენტი ჩვენ უდარდელ ბავშვობაში გვაბრუნებს, როდესაც არანაირი საზრუნავი არ გვქონდა და ამ ნოსტალგიას დადებითი ეფექტი მოაქვს:

„ამ დაძაბულ სამყაროში შობა-ახალი წელი ჩვენ ჯადონსულ სამყაროში გვაბრუნებს. მხატვრული გაფორმება კი ბავშვობის მოგონებების განუყოფელი ნაწილია. მას უდიდესი ემოციური დატვირთვა აქვს, ხანდახან ეს პროცესი  უკვე დავიწყებულ ადამიანებს, ხანაც დიდ ოჯახურ შეკრებებს გვახსენებს. ხანაც სანტას, რომლისაც ყველას გვჯეროდა“, – დასძენს ფსიქოანალიტიკოსი.

მისივე თქმით, ასეთი ადამიანები უფრო მეგობრულები და კომუნიკაბელურებიც არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები