LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ISIS-ის ლიდერი მოუწოდებს საკუთარ მიმდევრებს, “მთელ მსოფლიოში დაწვან მტრები”

98

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ, მორიგი აუდიომიმართვა გაავრცელა. მიმართვა ისლამისტებთან დაკავშირებულ პორტალ al-Furqan-ზე გავრცელდა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების მიმართვებს ადრეც ავრცელებდა, – იუწყება Associated Press.

46-წუთიან მიმართვაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოუწოდებს საკუთარ მიმდევრებს, მთელ მსოფლიოში დაწვან მტრები და მთელი ძალები „ურწმუნოთა მედია-ცენტრებზე“ მიმართონ.

ხალიფატის ჯარისკაცებო და ისლამის გმირებო, მიმართეთ ომის ცეცხლი თქვენი მტრებისკენ. გაააქტიურეთ თქვენი შეტევები და მიიტანეთ იერიში ურწმუნოთა მედიაცენტრებზე და მათი იდეოლოგიური ომის შტაბბინაზე, – განაცხადა მან.

ალ-ბაღდადიმ, ასევე, აღნიშნა, რომ ივლისში ქალაქ მოსულის დაკარგვის მიუხედავად, ტერორისტული დაჯგუფება ბრძოლას განაგრძობს. ამავდროულად, მიმართვაში მისი ჩაწერის თარიღი არსად არის მითითებული.

ალ-ბაღდადის წინა მიმართვა გასული წლის ნოემბერში გავრცელდა.

მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა, თუმცა აშშ-მა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები