LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისლამურ სახელმწიფოზე“გამარჯვება მოახლოებულია- ერაყის პრემიერმინისტრი

39

ერაყის პრემიერ- მინისტრის, ჰაიდარ აბედის, განცხადებით, „ისლამურ სახელმწიფოზე“ სრული გამარჯვება მოახლოებულია.

განცხადება პრემიერმა  თურქეთში ვიზიტით ყოფნისას გააკეთა.

„ჩვენმა უსაფრთხოების ძალებმა შეძლეს სიტუაციის გარდატეხვა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში და წარმატებებს მიაღწიეს გამარჯვების მოპოვებაში. ჩვენი ძალები ისე აღარ იქცევიან, როგორც სადამ ჰუსეინის დროს, როცა საკუთარ მოსახლეობას ჩაგრავდნენ. ისინი არ იყენებენ იარაღს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და მხოლოდ ტერორისტებს ებრძვიან,“ – განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა,  „ჩვენი პოლიტიკის ნაწილი ტერორიზმთან ბრძოლაა და ერთიანნი უნდა ვიყოთ ამ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები