LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისლამური სახელმწიფო პუტინს მიადგა: რუსეთის მუნდიალს ისევ ემუქრებიან (ფოტო)

93

”სიცოცხლე ან სიკვდილი” – ისლამური სახელმწიფო კვლავ ემუქრება მსოფლიოს ჩემპიონატის უსაფრთხოებას.

სოციალურ ქსელებში ტერორისტული დაჯგუფების მორიგი პლაკატი გარცელდა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებია გამოსახული წარწერებით ”სიცოცხლე ან სიკვდილი”, ”დიდი მატჩი” და ”ისლამური სახელმწიფო რუსეთის წინააღმდეგ”.

პუტინი პლაკატზე სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი.

ისლამური სახელმწიფოს პუტინისადმი დაპირისიპირება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ რუსეთის ლიდერი სირიაში ბაშარ ასადის მხარდამჭერია.

რამდენიმე თვის წინ ისლამური სახელმწიფო უკვე დაიმუქრა მსოფლიოს ჩემპიონატზე ტერაქტების მოწყობით და გამოიყენა პლაკატები ლიონელ მესის და ნეიმარის გამოსახულებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები