LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა რუსი სამხედრო სიკვდილით დასაჯეს

84

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.  ტერორისტების მტკიცებით 12 წუთიან  ვიდეომასალაში სირიაში ტყვედ აყვანილ „რუს პოლკოვნიკს“  სჯიან სიკვდილით. ვიდეო რუსულ ენაზეა ჩაწერილი, ნაჩვენები მამაკაცი სირიაში რუს სამხედროებს ჩაბარებისკენ მოუწოდებს. ტერორისტები პიროვნებას  „პოლკოვნიკ ევგენი პეტრენკოდ“ მოიხსენიებენ.

„ამ იდიოტს თავისი სახელმწიფოს დანაპირების სჯეროდა, რომ თუ ტყვედ აიყვანდნენ, მას არავინ მიატოვებდა“,  – ამბობენ ტერორისტები ვიდეოში და ყელს ჭრიან დაკავებულს.

ვიდეოს ავთენტურობის და დასჯილი პირის ვინაობა დადგენილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები