LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისლანდია საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს

218

ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში მათ სამშობლოში დააბრუნებს.

ამასთან დაკავშირებით უკვე ძალაშია ისლანდიის  საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, რომელსაც  დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმი ელჩი, გიგი გიგიაძე,  განმარტავს.

ელჩის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 ივლისს გამოქვეყნდა ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ და თავშესაფრის აღარ მიცემა სწორედ ამას უკავშირდება.

მისივე თქმით, ამავე დროს, მათ დაეკისრებათ ისლანდიის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამის სანქციები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვინაიდან ისლანდიის რესპუბლიკა წარმოადგენს შენგენის ასოცირებულ ქვეყანას, ინფორმაცია დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ დაუყოვნებლივ აისახება შენგენის ერთიან საინფორმაციო სისტემაში და დეპორტირებული პირები დაექვემდებარებიან სანქციებს, რაც მათ შორის გულისხმობს მნიშვნელოვან ფულად ჯარიმას და შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვას 5 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები