LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისნის ბაზრობაზე ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია

78

ისნის ბაზრობაზე ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად სულ  15- მდე მაღაზია დაიწვა.

“ხანძარი ბაზრობის შუაგულში გაჩნდა, რომლის ჩაქრობაც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართი. ადგილზე 20 მანქანა მუშაობდა, ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია პირველი, მეორე და მესამე რიგები. იყო მცირე აფეთქებები, საბედნიეროდ დაშავებულები არ არიან,”- განაცხადა საგანგებო სიტუაციების თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა.

ბაზრობის ტერიტორიაზე დაზარალებულები შეიკრიბნენ. ისინი ისანში მეორადი ნაწილების ბაზარში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზიანზე საუბრობენ. მათი თქმით, მოვაჭრეებს მაღაზიები დაზღვეული არ აქვთ.

ჯერ-ჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.ამ დროისთვის შემთხვევის ადგილს ექსპერტები ათვალიერებენ. მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, ისნის ბაზრობაზე ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. ადგილზე 20 სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მეხანძრე მუშაობდა.