LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი არ დაუშვებს სირიაში ირანის მუდმივ სამხედრო ყოფნას – ისრაელის პრემიერმინისტრი

37

ისრაელი არ დაუშვებს სირიაში ირანის მუდმივ სამხედრო ყოფნას და თეირანს საშუალებას არ მისცემს, ბირთვული იარაღი მოიპოვოს, – ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ვიდეომიმართვაში.

ჩვენ ირანის რეჟიმს, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს განადგურებისკენ მიისწრაფის, საშუალებას არ მივცემთ, ბირთვული იარაღი მოიპოვოს და არ დავუშვებთ ამ რეჟიმის სირიაში ყოფნას, სადაც ისინი თავს დაიმკვიდრებენ ჩვენი სახელმწიფოს განადგურების ღია განზრახვით, – განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

შაბათს ისრაელმა დამასკოს სამხრეთ-აღმოსავლეთში, ელ-ქისვას რაიონში მდებარე ირანული სამხედრო ობიექტის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვა. არაბული მედიის ინფორმაციით კი, სარაკეტო დარტყმების შედეგად 12 ირანელი სამხედრო დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები