LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი იუნესკოს ტოვებს

97

გაეროს წევრი ქვეყნების პოზიციის გამო, ისრაელი იუნესკოს ტოვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობას ორგანიზაციის დატოვების პროცედურის დაწყება დაავალა. პრემიერის დავალებით, ისრაელის ელჩი იუნესკოში ორგანიზაციის ხელმძღანელს ისრაელის გასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებას საშობაო არდადეგების შემდეგ წარუდგენს.

წესდების თანახმად, ისრაელი ორგანიზაციის დატოვებას 2018 წლის ბოლოს შეძლებს.

ისრაელის პრემიერმა პროცედურის დაწყების შესახებ განკარგულება გენერალურ ასამბლეაში იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციის ხმათა უმრავლესობით მიღების შემდეგ გასცა. ეგვიპტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათს ატარებს, დონალდ ტრამპს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები