LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე სრულ პასუხისმგებლობას ასადის რეჟიმს აკისრებს

92

ისრაელი რუსული თვითმფრინავი ИЛ-20-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სირიის რეჟიმს აკისრებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაშია ნათქვამი.

„ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოგდებული იყო სირიის მიერ. სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე ასადის რეჟიმს ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვით ძალებში ასევე აღნიშნეს, რომ გუშინ საღამოს ისრაელის ავიაციამ რეიდი განახორციელა სირიაში მდებარე ობიექტებზე, რომელშიც იწარმოებოდა ლეტალური შეიარაღება და რომელიც ირანის დავალებით ლიბანში „ჰეზბოლასთვის“ უნდა ყოფილიყო გადაცემული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსული სამხედრო თვითმფრინავის, ИЛ-20-ის ჩამოგდებას ისრაელის „უპასუხისმგებლო ქმედებებს“ უკავშირებს. უწყებაში ისრაელის ქმედებებს მტრული და პროვოკაციული უწოდეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „რუსეთი უფლებას იტოვებს საპასუხო ზომები გაატაროს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები