LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი თავის ტერიტორიაზე არცერთ სირიელ ლტოლვილს არ მიიღებს

147

ისრაელი თავის ტერიტორიაზე არცერთ სირიელ ლტოლვილს არ მიიღებს, თუმცა ჩვენ მზად ვართ მათ ნებისმიერი ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ, – ამის შესახებ ისრაელის შს მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა.

ისრაელში აცხადებენ, რომ ბოლო დროს, სირიის სამხრეთით განახლებული სამხედრო შეტაკებების გამო, ისრაელის საზღვარზე მომატებულია სირიელი ლტოლვილების რაოდენობის რიცხვი.

კერძოთ, მათი თქმით, ისრაელის საზღვართან გაშლილია 300-მდე ბანაკი, რომელსაც ყოველდღიურად აწვდიან, ბავშვის საკვებს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ გოლანის მაღლობებიდან ისრაელისკენ 120 ათასამდე ლტოლვილი მივიდა.

1967 წელს, როდესაც ისრაელმა სამ არაბულ სახელმწიფოს 6-დღიანი ომი მოუგო, ისრაელის ჯარმა სირიის დასავლეთით მდებარე გოლანის მაღლობების ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. 1981 წლიდან ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა ეს ადგილი საკუთარ ტერიტორიად ცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები