LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის ელჩმა გორში გაქურდული სინაგოგა მოინახულა

95

გორში გაქურდული სინაგოგა დღეს ისრაელის ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა მოინახულა. ებრაული სალოცავის ათი უნიკალური სეფერთორიდან ხუთი მოპარულია, ხუთი კი მძიმედაა დაშავებული. 

ელჩი გორში თბილისის ებრაული თემის ლიდერებთან, გაბაი მერაბ ჩანჩალაშვილთან, ჯამლეტ ხუხაშვილთან, შალვა თეთრუაშვილთან და სხვებთან ერთად ჩავიდა და თბილისის დიდი სინაგოგიდან დროებით ერთი სეფერთორა ჩაიტანა, რათა შაბათის ლოცვის ჩატარება წმინდა წერილების არქონის გამო არ შეფერხებულიყო.

გორის სინაგოგას, ასევე, ესტუმრნენ გორის გამგებელი დავით ონიაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. იქვე შეიკრიბნენ გორის ებრაული თემის წარმომადგენლებიც.

“გორში უაღრესად სამწუხარო ფაქტი მოხდა – გაქურდულია სინაგოგა და აქ შენახული 10 უნიკალური სეფერთორიდან ხუთი გატაცებულია, ხუთი კი შენობის უკან, დაზიანებულ მდგომარეობაში იქნა ნაპოვნი. მე საქართველოში ვარ დაბადებული და კარგად ვიცნობ ამ ქვეყანას. ეს არის გამორჩეული სახელმწიფო, სადაც არასდროს მომხდარა ანტისემიტიზმი, სადაც ებრაელები ქართველების მხარდამხარ მუდამ მეგობრულად ცხოვრობდნენ, მომავალ წელს კი ისრაელი და საქართველო მტკიცე დიპლომატიური ურთიერთობის 25–ე იუბილეს იზეიმებენ. სწორედ ამიტომ მტკიცედ მწამს, რომ ძალოვანი სტრუქტურები უახლოეს მომავალში წარმატებით დაასრულებენ გამოძიებას და დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან”, – განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები