LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის სამართალდამცავები ბენიამინ ნეთანიაჰუს კითხავენ

124

ისრაელის პოლიციის გამომძიებლები ქვეყნის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მის წინააღმდეგ მიმდინარე ორი გამოძიების ფარგლებში უკვე მეშვიდედ კითხავენ. ამის შესახებ გამოცემა „ჰაარეცი“ წერს.

„გამომძიებლები პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს იერუსალიმში, მის რეზიდენციაში კითხავენ,“ – წერს გაზეთი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ საქმიანი წრეების წარმომადგენლებისგან ძვირადღირებული საჩუქრების მიღებაში და ერთ-ერთი საგამომცემლო სახლის მფლობელთან მოლაპარაკების მცდელობაში არის ეჭვმიტანილი. გამოძიების ვერსიით, მთავრობის საქმიანობის დადებითი კუთხით გაშუქების სანაცვლოდ ნეთანიაჰუ საგამომცემლო სახლის მფლობელს მისი ძირითადი კონკურენტის შესაძლებლობების შემზღუდველი კანონის მიღებას დაპირდა.

თუ გამოძიებების შედეგად ნეთანიაჰუს ბრალს წაუყენებენ, მას შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუწიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები