LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელმა ღაზის სექტორი დაბომბა

80

ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორი დაბომბეს. თავდასხმის სამიზნე ტერორისტების ობიექტები იყო.ისრაელის თავდაცვითი ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საჰაერო შეტევა ღაზის სექტორის მხრიდან რადიკალების მიერ გახსნილი ცეცხლის პასუხია.

17 ოქტომბერს, ღამით, ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაზე ღაზის სექტორიდან რადიკალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რა დროსაც, რამდენიმე შენობა დაზიანდა. თუმცა, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები