LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელს მორალს ნუ უკითხავ – ნეთანიაჰუ ერდოღანს

76

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდეს, ისრაელს მორალი არ წაუკითხოს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ Twiitwr-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ერდოღანი „ჰამასის“ ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული მომხრეა. უსათუოდ, მას ესმის, რა არის ტერორი და სასაკლაო, ამიტომ მოვუწოდებ მას – ნუ უკითხავს ისრაელს მორალს,“ – დაწერა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღაზას სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს თურქეთის პრეზიდენტმა გენოციდი უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები