LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში არალეგალურად მყოფი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

91

ისრაელში არალეგალურად მყოფი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. როგორც ისრაელის საიმიგრაციო სამმართველო იუწყება, ჯამში 16 ადამიანია დაკავებული.  არსებული ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები თელ-ავივში და რამალაში დააკავეს. არც ერთ მათგანს შესაბამისი ვიზა არ ჰქონდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა დაკავებულს ორჯერ ჰქონდა განაცხადი შეტანილი თავშესაფრის მიღებაზე, თუმცა მათ უარი ეთქვათ.
სასამართლო სხდომის ჩატარების შემდეგ, დაკავებულების თავიანთ ქვეყნებში დეპორტაცია მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები