LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში პლანეტის ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა

49

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი ისრაელ კრისტალი 113 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა JTA წერს. კრისტალი ყველაზე ხანდაზმული იყო მათ შორის, ვინც ჰოლოკოსტს გადაურჩა.

ისრაელ კრისტალი პოლონეთში, სოფელ ზარნოვში დაიბადა. მშობლები პირველი მსოფლიო ომის დროს გარდაეცვალა და საცხოვრებლად ქალაქ ლოძში გადავიდა.  1944 წელს ნაცისტებმა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. მისი ოჯახის წევრები იმ წელსვე დაიღუპნენ, თავად კრისტალი კი 1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა ჯარისკაცებმა ბანაკში იპოვეს და გადაარჩინეს.

წარმოშობით პოლონელი ებრაელი, გინესის რეკორდების, ერთდროულად ორი სტატუსის მატარებელი იყო. 2016 წლის მარტში ისრაელ კრისტალი მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ მამაკაცად და ჰოლოკოსტს გადარჩენილ ყველაზე ასაკოვან პიროვნებად აღიარეს. მან 113 წელი და 330 დღე იცოცხლა.

ამჟამად ყველაზე ხანდაზმულ მამაკაცად ესპანელი ფრანცისკო ნუნიეს ოლივეირა ითვლება. ის 1904 წლის 13 დეკემბერს დაიბადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები