LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი განიხილება

98

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში შაბთაი ცურის შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ლევან დავითაშვილის ისრაელის რესპუბლიკაში კოლეგასთან – ური არიელთან ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო. ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ებრაელ კოლეგასთან განიხილავს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობების საკითხებს.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ასევე, დაგეგმილია სამელიორაციო სისტემების, სასათბურე მეურნეობების ტექნიკური განვითარების მიმართულების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები