LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში, საქართველოს მოქალაქე ქარხანაში ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდა და გარდაიცვალა

156

ისრაელის ქალაქ ხოლონში, ერთ-ერთ ქარხანაში 30 წლის თანამშრომელი, საქართველოს მოქალაქე ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა განუცხადა, მამაკაცს ხორცსაკეპში ხელი ჩაჰყვა და შემდეგ მთლიანად ჩაითრია. ადგილზე მისულ მედიკოსებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს, მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები