LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისთ ფოინთამდე” რკინიგზას გაიყვანენ

89

სავაჭრო და გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთამდე” რკინიგზის გაყვანა იგეგმება. როგორც „ფორტუნას” „ისთ ფოინთში” განუმარტეს, აღნიშნულ პროექტზე ფიქრი დიდი ხანია მიმდინარეობს და სავაჭრო ცენტრამდე რკინიგზის მიყვანა აქტიურად განიხილება.

 „პროექტი განხილვის სტადიაზე, ჩვენ უკვე დიდი ხანია, გვინდა „ისთ ფოინთამდე რკინიგზის გაყვანა”, – აცხადებენ სავაჭრო და გასართობ ქალაქში და ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების ვადები ჯერჯერობით უცნობია.

აღნიშნულ თემაზე, გადაცემა „საქმის კურსს” თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე ესაუბრა. ბოლქვაძის ინფორმაციით, აღნიშნული იდეის ავტორი „ისთ ფოინთის” ხელმძღვანელობაა.

„მათ უნდათ მეტროს ღია წესით განვითარება და ამისთვის გარკვეულ დანახარჯებსაც გაიღებენ. მაგალითად, სამგორიდან ან ვარკეთილიდან რკინიგზა „ისთ-ფოინთში“ რომ გაგრძელდეს. ჩვენ ამ წინადადებას ქალაქის ხელმძღვანელობას მივაწვდით”, – განაცხადა ბოლქვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები