LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ისთ ფოინთი” დღეს 1 წლის გახდა

208

საქართველოში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ქალაქი 1 წლის გახდა. როგორც ”ფორტუნას” ”ისთ ფოინთიდან” აცნობეს,  17 სექტემბერს სავაჭრო და გასართობ  ქალაქს  იუბილე აქვს და ამ დღეს გრანდიოზული დღესასწაულით აღნიშნავს.

”ისთ ფოინთი”  სტუმრებს 14:00 საათიდან ელოდება.  მისულ სტუმრებს  მთელი დღის განმავლობაში გასართობი ღონისძიებები, საჩუქრები და ფასადაკლებები ელით. ღონისძიების  საღამოს სტუმარი კი  ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობაა”.

”დაბადების დღე ეძღვნება ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას, რომლის მიზანია ერთი მხრივ ამ თემის პოპულარიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ,  დასახმარებელი თანხის მობილიზაცია. მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ქველმოქმედებაში და შეიტანონ საკუთარი წვლილი ამ კეთილ საქმეში”, – განაცხადეს სავაჭრო და გასართობ ქალაქში.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

შეგახსენებთ,  ”ისთ ფოინთი” 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა; პროექტის საინვესტიციო ღირებულება 110 მილიონ დოლარზე მეტია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები