LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული კადრი: ანჯელინა ჯოლი ჯენიფერ ენისტონს აიგნორებს

475

კვირას ლოს-ანჯელესში ჩატარებული „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ანჯელინა ჯოლისა და ჯენიფერ ენისტონის ერთობლივი გამოჩენა იყო. ბრედ პიტის ყოფილი მეუღლეები ერთად თითქმის არცერთ ღონისძიებას არ ესწრებიან. ამჯერად ორივე მსახიობი იმ სტუმართა სიაში იყო, ვინც გამარჯვებულები დაასახელეს. საინტერესოა, რომ ჯენიფერ ენისტონი წითელ ხალიჩაზე საერთოდ არ გამოჩნდა, ხოლოს სცენაზე ის გამარჯვებულის გამოსავლენად მსახიობ კეროლ ბერნეტთან ერთად გამოვიდა. ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა კადრი, როცა ანჯელინა ჯოლი მის გამოსვლას აიგნორებდა. ენჯის თავი ჰქონდა დახრილი და ენისტონის გამოსვლას არც უყურებდა.

ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს ცნობისმოყვარე დაკოტა ჯონსონიც, რომელმაც ანჯელინა ჯოლის ეს ჟესტი დააფიქსირა. ის ენისტონის გამოსვლისას ანჯელინას თვალს არ აცილებდა. შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტზე 2000-დან 2005 წლამდე იყო დაქორწინებული. ანჯელინა ჯოლი კი, ოფიციალურად 2014-დან 2017 წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები