LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული შეხვედრა – დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი პირისპირ პირველად ისაუბრებენ

103

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პირისპირ პირველად „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჰამბურგში შეხვდება.

ორივე მათგანმა განაცხადა, რომ სურთ, სირიისა და უკრაინის კონფლიქტების გამო  გართულებული ურთიერთობები გააუმჯობესონ.

სამიტზე, ძირითადი განსახილველი თემები კლიმატის ცვლილება და საერთაშორისო ვაჭრობა იქნება, „დიდი ოცეულის“ შეკრება ჰამბურგში მასობრივი ანტიკაპიტალისტებისა და ანტიგლობალისტების საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

მანიფესტაციაზე, რომელშიც მონაწილეობას 10 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, პოლიციასთან შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, აქციის შავნიღბიანი მონაწილეები პოლიციას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ.