LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული შეხვედრა – სიმბოლოებით დატვირთული მნიშვნელოვანი წამები [ვიდეო+ფოტო]

185

კორეაში ისტორიული შეხვედრა შედგა. ტრამპებისა და  მაკრონების შემდეგ, მსოფლიო ლუპით ახალა ორი დაპირისპირებული ქვეყნის ლიდერს აკვირდებოდა.

შეხვედრის დეტალები მასისთვის ნაკლებად საინტერესო, თუმცა მსოფლიო პოლიტიკისთვის ბევრად მნიშვნელოვანია. რადგან, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სადემარკაციო ხაზი, რომელიც ამ დრომდე, დაპირისპირების სიმბოლო იყო, ახლა შეიძლება მშვიდობის ხაზი გახდეს.

“მოდით, ერთად გამოვიჩინოთ სიმამაცე და სიმტკიცე და მშვიდობა და აყვავება მოვუტანოთ კორეის ნახევარკუნძულს. ამ დღიდან სადემარკაციო ხაზი აღარ გვევლინება განხეთქილების სიმბოლოდ, ის მშვიდობის სიმბოლო გახდა“, – განაცხადა სამხრეთ კორეის ლიდერმა.

30 წამიანი ხელის ჩამორთმევა

ისტორიული შეხვედრა შედგა კორეაში. სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების სადემარკაციო ხაზთან ორი ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯე ინიმ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ხელის ჩამორთმევა 30 წამის განმავლობაში გაგრძელდა. ლიდერებს შორის მოკლე დიალოგიც გაიმართა.

30 წამის შემდეგ, მუნმა სიმბოლური ნაბიჯი გადადგა, რომლითაც კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდა, რომელმაც 65 წლის შემდეგ, სამხრეთ კორეის მიწაზე ფეხი დადგა.

 

საზღვრების გადალახვის შემდეგ, ლიდერებმა ფოტოკამერების წინ, ბავშვებთან იპოზიორეს. რის შემდეგაც, მისალმების ცერემონია დაიწყო.

 

მისალმების შემდეგ მათ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, ე.წ. “მშვიდობის სახლში” გადაინაცვლეს., სადაც კიმმა სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ოთახში სადაც შეხვედრა გაიმართა, “უბრალოდ” არაფერი ყოფილა. მაგიდა, იატაკი, გარემო, ყველაფერი სიმბოლიზირებული იყო.

მოლაპარაკებების მაგიდა დამზადდა ისე, რომ ორივე მხარეს ერთმანეთთან საკმარისი ფიზიკური დისტანცია შეენარჩუნებინა. მისი ზომები კი (2018 მილიმეტრის სიგრძე და 1953 მილიმეტრის სიგანე) სამიტის შეხვედრისა და კორეის ომის დროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წელს ემთხვევა. მაგიდის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ზომიერი დისტანცია, მხარეებს შორის გულწრფელ საუბარს შეუწყობს ხელს.

სკამის საზურგეზე კორეის ნახევარკუნძულია გამოსახული.

ნახატი, რომელზეც კუმგანგის მთებია გამოსახული, კორეის ორივე მხარის შერიგების სიმბოლოა.

კედლები – ინტერიერი ტრადიციული კორეული სახლის მსგავსადაა გაკეთებული

იატაკი – ლურჯი ხალიჩა კორეის ნახევარკუნძულის მთების, მდინარეების და ახალი საწყისის სიმბოლოა.

ამ ოთახში შეხვედრა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოძრავი ლიმუზინი, დაცვის წევრებით

შეხვედრის შემდეგ კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ მხარეს დაბრუნდა ლიმუზინით, რომელიც დაცვის წევრებით იყო გარშემორტყმული. მანქანა სწორედ მათი დაცვით გადაადგილდებოდა. კიმი ასევე დაბრუნდა სამხრეთით.

გასაკვირი არაა, რომ ეს კადრები ინტერნეტში ყველაზე მეტად აიტაცეს.

მუნ ჯა ინი: სამხრეთ კორეაში გაზაფხული გავრცელდა

პირველი განცხადებები, რომლებიც პრესისთვის გაკეთდა, პოზიტიური იყო.

კიმი: ჩვენ შეგვიძლია უფრო ხშირად ვხედავთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენიდან ისტორიის ახალი თავი დაიწყება. ვიმედოვნებ, რომ შეგვიძლია ახალი დასაწყისი შევქმნათ და სწორედ ამიტომ მოვედი ამ შეხვედრაზე.

მუნი: სამხრეთ კორეაში გაზაფხული გავრცელდა. პირდაპირ შეხვედრა და ნაცნობობა, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხრებზე დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაცაა.

კიმ ჩენ ინი: როგორც კი ხაზი გადმოვკვეთე ვიფიქრე, რატომ იყო აქ გადმოსვლა ასეთი ძნელი?

ლიდერებმა შეხვედრის ფარგლებში ხე დარგეს

კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯე ინმა დარგულ ფიჭვს ორივე ქვეყნის ნიადაგიდან აღებული მიწა მიაყარეს და ორი მდინარის წყლით მორწყეს.

ლიდერებს შორის პირადი მოლაპარაკებებიც გაიმართა, დამსწრე პირების გარეშე.

ისტორიული შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა.

კიმი და მუნი ლურჯი სახლის მოლაპარაკებების მაგიდასთან ცოტა ხნის წინ, ისევ დაბრუნდნენ და განაცხადეს რომ ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რომ კორეის ომი ამ წელს ოფიციალურად დასრულდეს.

“დეკლარაცია მშვიდობის, კეთილდღეობის და კორეის ნახევარკუნძულის გაერთიანებისთვის”:

“ორი ლიდერი საზეიმოდ აცხადებს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარ იქნება და მშვიდობის ახალი ეპოქა დაიწყო”.

დეკლარაციის სრული ტექსტის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები