LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიას ნოემბერში ფლორენციაში ვეთამაშებით: ჯერ ყველა მატჩი მათია

73

რაგბიში საქართველოს ნაკრები წელს, ნოემბერში, ფლორენციას ეწვევა და იტალიის ნაკრებთან ისტორიაში მეოთხე ტესტ-მატჩს გამართავს. თამაში „ფიორენტინას“ არტემიო ფრანკის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 45 ათასამდე ადამიანს იტევს.

ამ სტადიონზე იტალიელ მორაგბეებს ორი მატჩი უთამაშიათ. 2010 წელს ავსტრალიასთან დამარცხდნენ, ხოლო 2016 წელს ისტორიაში პირველად მოუგეს სამხრეთ აფრიკას.

რაც შეეხება საქართველოსა და იტალიის ურთიერთშეხვედრებს, აქ აშკარა უპირატესობა იტალიელების მხარესაა – სამი მატჩი, სამი მოგება.

პირველი შერკინება 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გაიმართა და მასპინძლებმა 31:14 იმარჯვეს.

2000 წელს, ექვსი ერის ზღვარზე მყოფმა იტალიამ ლივორნოში 51:7 მოგვიგო.

აძურის ბოლოს 15 წლის წინ (2003) ვეთამაშეთ. მაშინ გუნდები მსოფლიო თასისთვის ემზადებოდნენ და ასტიში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა, შეხვედრა კი იტალიის ნაკრების 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა – 31:22.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები