LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

97

იტალიაში 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის ცნობით, ღამის საათებში ბიძგები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კამპობასოს პროვინციაში, მიწისქვეშ 16 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ამ მომენტისთვის იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულებზეინფორმაცია არ ვრცელდება.

თუმცა კამპობასოს პროვინციის მთავარი ოპერატიული ცენტრი სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურთან მუდმივ კონტაქტში იმყოფება. ისინი სტიქიის ზონაში მიწისძვრის შედეგად შესაძლო დაზიანებებსა და დაშავებულებს ეძებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები