LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში მსაჯებს ვიდეო დაეხმარება: ახალი სისტემა ახალი სეზონიდან

88

სერია ა 2017/18 წლების სეზონიდან არბიტრების ვიდეოდახმარების სისტემას შემოიღებს.
იტალია სამსაჯო სკანდალებს ებრძვის.

არბიტრების ვიდეოდახმარების (VAR) სისტემა უკვე მომდევნო სეზონიდან ამოქმედება.

„ამ სისტემას ჩემპიონატის სტარტიდანვე მთელი სეზონის განმავლობაში გამოვიყენებთ. ჩვენ ველით ფიფას თანხმობას. იტალიის თასის ფინალში VAR არ იმოქმედებს“, – განაცხადა იტალიის მსაჯთა ასოციაციის თავკაცმა მარჩელო ნიჩიმ.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ფიფა VAR-ის სისტემას რუსეთის სტადიონებზე დააყენებს, სადაც კონფედერაციის მატჩები უნდა ჩატარდეს.

სისტემა 2016 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე დატესტეს, რომელიც იაპონიაში ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები