LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ქართული ბრენდული ღვინის მაღაზია გაიხსნა

993

ევროპაში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია გაიხსნა.

ობიექტი იტალიის ქალაქ ბარიში განთავსდა. კომპანიის ინფორმაციით, ოფიციალურ გახსნის ღონისძიებას, დიპლომატები, ბარის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ქართული დელეგაცია ესწრებოდა.

ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ოფიციალურად გააცნეს იტალიის ღვინის მაღაზიის კონცეფცია და სამომავლო სტრატეგიული გეგმები. გალა-ვახშამზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს „მეღვინეობა ხარებას“ როგორც ქართული ტრადიციული, ასევე ევროპული მეთოდით დამზადებული ღვინოები.

„მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია ბარის წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან 100 მეტრში, ტურისტულ ცენტრში მდებარეობს, სადაც წარმოდგენილია კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მთლიანი ასორტიმენტი.

„მეღვინეობა ხარებას“ იტალიის მაღაზიის მისამართი: via Strada del Carmine 40, Bari, Italia

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები