LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

105

იტალიის ქალაქ ბა­რი­ში ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის გამვლელებმა ზღვაში, სანაპიროს სიახლოვეს შეამჩნიეს, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს. ადგილზე სამართალდამცველები და სანაპირო დაცვის სამსახური იყო მობილიზებული.

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით მიმ­დი­ნა­რეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები