LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში საქართველოს მოქალაქემ რესტორნის მფლობელს სცემა

82

იტალიაში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ რესტორნის მფლობელს სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ მოდენას ცენტრში მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ნასვამი იყო და სახეზე სისხლიანი ჭრილობა აღენიშნებოდა, ქალაქის ქუჩებში დადიოდა, ყვიროდა და აგრესიულად იქცეოდა. მან რამდენიმე ბინაში კარის შემტვრევა სცადა და სამი ავტომობილი დააზიანა. ამის შემდეგ, მამაკაცის დასამშვიდებლად რესტორნის მფლობელი გამოვიდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მოქალაქეებმა პოლიცია გამოიძახეს. საქართველოს მოქალაქემ დაკავების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. გამოძიების ცნობით, მოქალაქე იტალიაში ლეგალურად იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები