LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ

61

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიაში, ქალაქ რიმინიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – TTG Incontri 2017 მიიღო მონაწილეობა.

„დამთვალიერებლებისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. რიმინიში გამართულ საერთაშორისო გამოფენას 72 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია. გამოფენას მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნიდან სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან, პოპულარული გამომცემლობის და სატელევიზიო გადაცემების ჟურნალისტებთან: RCS Pubblicita, La Freccia (Trenitalia-ს ჟურნალი), TAL Aviation Group, Meridiana და ა.შ.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად TTG Incontri 2017-ზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიები: Mimino Travel, Caucasus Travel, Georgian holidays, Visit Georgia, Destination Georgia, Omnes Tour“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები