LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ვულკანი ამოიფრქვა – არიან დაშავებულებიც

398

იტალიაში ეტნას მთაზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 10ადამიანი დაშავდა, მათ შორის ტელეკომპანია „ბიბისის“ გადამღები ჯგუფიც არის.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ აფეთქების დროს  მათთან ერთად ტურისტებიც იყვნენ.

„ბიბისის“ სამეცნიერო გადაცემების კორესპონდენტმა რებეკა მორელიმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ლავა ორთქლთან ერთად ამოვიდა და აფეთქებაც ამან გამოიწვია.

მორელის ინფორმაციით, ჯგუფში 78 წლის ქალიც იყო. ამოფრქვევის შემდეგ კი მათ ცხელი ქვები დაეცათ, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაიწვა და სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. საბედნიეროდ, ყველა ტურისტი და გადამღები ჯგუფის ყველა წევრი გადარჩა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები