LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ყალბი საბუთების გამო ქართველი დააკავეს

168

იტალიელმა სამართალდამცველებმა ფალსიფიცირებული დოკუმენტების ფლობის ბრალდებით ქართველი დააკავეს.

იტალიური მედიის ცნობით, კაცს ლიტვური პასპორტი და მართვის მოწმობა აღმოაჩნდა. ის, რომ დოკუმენტები გაყალბებულია, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცხადი, რაც პოლიციამ პასპორტი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით შეამოწმა.

პიროვნების მონაცემების გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ტურინის სასამართლომ მისი დაკავების განკარგულება ჯერ კიდევ აგვისტოში გასცა. მას ბრალად ქურდობა ედება. პოლიციამ მამაკაცი დააკავა და ამჟამად ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები