LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ზვავის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა

31

იტალიაში, აბრუცოს რეგიონში, სასტუმროსთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად დამსვენებლები დაიღუპნენ, იტალიელი მაშველების  ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზვავმა მთლიანად დაფარა სამსართულიანი სასტუმრო Rigopiano, სადაც 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

სავარაუდოდ, ზვავის პროვოცირება მიწისძვრამ მოახდინა, რომელიც იტალიის ცენტრალურ რაიონებში მოხდა. ძლიერი თოვისა და ჩაკეტილი გზების გამო მაშველებს ადგილამდე მისვლა გაუჭირდათ.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის, ანტონიო კროჩეტის თქმით, „ბევრი გარდაცვლილია“. შენობის თავსახური ზვავმა ჩაანგრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები