LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელი მოცეკვავე მილიონერი ინსტაგრამის ვარსკვლავი გახდა (ვიდეო)

1584

იტალიელი მილიონერი, 50 წლის ჯანლუკა ვაკი პოპულარული ინსტაგრამზე  ცეცხლოვანი ცეკვების წყალობით გახდა. ვიდეოში, რომელმაც რამდენიმე დღეში მილიონნახევარზე მეტი ნახვა მოაგროვა, ის თავის ახალგაზრდა ცოლთან, ჯორჯ გაბრიელთან ერთად იახტაზე ცეკვავს.

აჟიოტაჟი არა წყვილს შორის არსებულმა დიდმა ასაკობრივმა სხვაობამ, არამედ ჯანლუკას ნავარჯიშებმა სხეულმა გამოიწვია. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ მილიონერი თავის ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება.

ჯანლუკა ვაკი ტრაილერების კომპანიის ხელმძღვანელი და ფარმაცევტული კომპანიის დირექტორატის წევრია. ის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და მთელ თავისუფალ დროს ვარჯიშსა და გართობას უთმობს.

ინსტაგრამის ვარსკვლავს უკვე 825 000 გამომწერი ჰყავს, რომლებიც დიდი ინტერესით ელიან ჯანლუკას ახალ ცეკვის ვიდეოებს.

Saturday afternoon fever😄 @jogiorgiajo @ricky_martin #gvlifestyle #mordidita #rickymartin

A video posted by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi) on


70abbd6e6f77ae2d330815b516814856_fitted_740x700
cefc80bfe43dca71bd1fac0917cc32a3_fitted_740x700

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები